პირველად საქართველოში!!! სულ მალე გასათხოვარი ქალებისთვის ტრენინგ კურსები ჩატარდება

December 2, 2018 ავტორი
loading...

სოციალურ ქსელში გამოჩნდა საკმაოდ უცნაური განცხადება – მიწვევა გათხოვების მსურველთა დასაოსტატებელ ტრენინგზე. ტრენინგ ცენტრი„ბედნიერი ქალი“ დაოჯახების მსურველებს 100 ლარად თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლას სთავაზობს, რის შემდეგაც გათხოვების და ბედნიერ-წარმატებული ქალად გახდომის გარანტიას აძლევს.

„პირველად საქართველოში!
ტრენინგ-ცენტრი გეპატიჟებათ ტრენინგზე “გათხოვება მინდა ან როგორ გავხდე ბედნიერი და წარმატებული ქალი”
მსგავსი პრეცენდენტი საქართველოში არ არსებობს. მიიღებთ საინტერესო და სასარგებლო რჩევებს თუ როგორ გახდეთ ბედნიერები და წარმატებულები.

გვექნება როგორც თეორიული კურსი, ასევე პრაქტიკულიც.
ტრენინგის მოკლე შინაარსი:
რას აქცევს ყურადღებას მამაკაცი ქალთან შეხვედრის დროს?
რა არის მთავარი პირველ შეხვედრაზე?
როგორ ავირჩიოთ ღირსეული მამაკაცი?
რა ნაბიჯები გადავდგათ რომ თავი შევაყვაროთ?
საკუთარ თავზე მუშაობა და წარმატების გზით სიარული
ყველა კითხვაზე პასუხები ჩვენს ტრენინგზე!
ჯგუფში 5-6 ქალბატონი. ინდივიდუალური მიდგომა. ტრენინგის ღირებულება 100 ლარი.
ბედნიერებას და წარმატებას გისურვებთ“ ნათქვამია ღონისძიების განცხადებაში.

განცხადებამ სოციალურ ქსელში დიდი მხიარულება გამოიწვია და უამრავი სახუმარო კომენტარი მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

“ვეფხისტყაოსანი და ჩემი ნაქარგები უკვე წამოვიღო თუ ჯერ ადრეა მზითვებისთვის?

“ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, სასიძოს დამახვედრებთ თუ ჩემით მოვიძიო კანდიდატურა?”

“100ლარში კაციც შედის?”

“ფეხის ბანვის შესწავლა შედის?“

“ჩემი სტენკით მოვიდე?“

“ვინაიდან და რადგანაც საზოგადოების მხრიდან დიდია ინტერესი ამ ტრეინინგის მიმართ და ვითვალისწინებთ რა დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობას ვხვდებით რომ 100 ლარი ყველას არ ექნება, გთავაზობთ უფასო პასუხებს ამ ტრეინინგის ძირეულ საკითხებზე:
რას აქცევს ყურადღებას მამაკაცი ქალთან შეხვედრის დროს?
– ძუძუებს
რა არის მთავარი პირველ შეხვედრაზე?
– დეკოლტე
როგორ ავირჩიოთ ღირსეული მამაკაცი?
– X5
რა ნაბიჯები გადავდგათ რომ თავი შევაყვაროთ?
– დაუბრუნდით მეორე კითხვას.
წარმატებით გათხოვებას გისურვებთ”

“სამოტივაციო წერილი დავწეროთ ჯგუფში მოსახვედრად თუ პირდაპირ დაკემსილი მამაკაცის წინდები გადმოგიგზავნოთ?”

“კონსპექტები არ გადაყაროთ, შეინახეთ!”

“სერტიფიკატები გაიცემა?”

“კომპანია “ცუღლუტი ცელულიტი” იწვევს დატრეინინგებულ ქალბატონებს დამატებით უფასო პრაქტიკულ სწავლებებზე.”

“ორგაზმის იმიტაციის კურსები იქნება?”

“კურსი ქართველ მამაკაცზე გათხოვებას გულისხმობს თუ საერთაშორისო სერთიფიკატს გასცემთ?”

“თეორიული გასაგებია, და პრაქტიკული კურსი რას გულისხმობს?”

“ყავის არი შესვენება პაუზა სხვა რამეა, ნუ ურევთ ერთმანეთში ცუდი გემო ექნება.”

“ტრენინგის სპონსორია შ.პ.ს “ვირის ტვინი”

“შენობა სადაც ეს ტრენინგი ჩატარდება ნაკურთხია?”

loading...
No Comments

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *