„არავის მივცემ უფლებას…“ – ნახეთ, რას წერს მამა პეტრე არჩევნების შედეგებზე

November 30, 2018 ავტორი
loading...

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კოლხი პრეზიდენტის არჩევნების გარშემო მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

ქართველი ამომრჩევლის ღირსება შეილახა. ხან კარტოფილზე, ხან ხახვზე და ოც ლარზე გაყიდული უწოდეს… არ არის ასე… ამ ადამიანებს პირსისხლიანი ცხრა წელი, ციხის კადრები, უგზო-უკვლოდ დაკარგულები, სახურავზე შემოგდებული მიცვალებულები ახსოვთ…
არ გვაქვს არჩევანის ფუფუნება… თითქმის ყოველთვის ცუდსა და უარესს შორის გვიწევს პოზიციის დაფიქისრება… არ ვიცი რამდენად იყო უმრავლესობის გადაწყვეტილება ,,პრინციპული არჩევანი”, მაგრამ როგორ უნდა მოგენდომებინა, რომ ის ცხრა წელი მთელ ეპოქად ქცეულიყო…

 

მე რომ ,,ოცნება” ვიყო, გამარჯვება ნამდვილად არ გამიხარდებოდა… თავდაყირა უნდა დადგეს, ეს ბოლო ერთი წელი შეცდომების გასწორებას რომ მოუნდეს, რაშიც ეჭვი მეპარება…
რამდენი რამ უნდა შეცვალონ?! ტოტალური უმუშევრობა, უხელფასობა, გაბუქებული ფასები, გაუსაძლისი კომუნალური გადასახადები, საერთოდ უყურადღებოდ დარჩენილი მრავალშვილიანები…
პირადად მე, არც ერთ უსამართლობას არ შევეგუები და არავის მივცემ უფლებას, ვინმემ ქართველი ერი მხოლოდ საარჩევნო ყუთისთვის გამოიყენოს!..“ – წერს პეტრე კოლხი.

loading...
No Comments

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *